Wednesday, November 12, 2014

პროექტი: მისალმების ტრადიციები

პროექტის სახელწოდება:    მისალმების ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში.
პროექტის მთავარი იდეა:    ენების სწავლის სურვილი. ტოლერანტობა/ინტერაქცია განსხვავებული კულტურის მიმართ.
პროექტის აქტუალობა:     დადებითი განწყობის, ინტერესის წარმოქმნა  უცხო სამყაროს მიმართ.
პროექტის მიზნები:    კითხვის, მოსმენის, ლაპარაკის უნარების განვითარება. ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ცოდნის დამოუკიდებლად ამაღლების უნარების განვითარება.
მოსწავლეთა ასაკი:   14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:   2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების/თვითმყოფადობის მიმართ. ისწავლიან წიგნზე მუშაობას, გამოიმუშავებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებით ინფორმაციების მოძიების უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. საკუტარი აზრის გამოხატვა-დასაბუთებას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, მხატვრული ლიტერატურა, კომოიუტერი, პროექტორი, რვეული, კალამი.
პროექტის მსვლელობა:   სახელმძღვანელოში მოცემულ თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეები დამატებით მოიძიებენ ინფორმაციას მხატვრულ ლიტერატურასა და ინტერნეტ სივრცეში. თარგმნიან მას, ამატებენ სურათებს და ვიდეო ჩანაწერებს.  აკეთებენ პრეზენტაციას, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და ქართულ ტრადიციებთან შედარება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  გეოგრაფია (ქვეყნების ადგილმდებარეობა ), ისტორია (ქვეყნების ისტორია), ისტ (ინფორმაციის მოძიება).  ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: კითხვის, მოსმენის, ლაპარაკის, წერილობითი უნარ-ჩვევების განვითარება, კულტურათა დიალოგი. სწავლის სწავლა.
პროექტის ხელმძღვანელი: დიანა დონღუზაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  dikodixi@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://dianadonguzashvili.blogspot.com


განსახორციელებელი პროექტის გრაფიკი






Add caption




1 comment: